ფინანსური მენეჯმენტის კურსზე I-მა ნაკადმა სწავლა დაიწყო
სამშაბათი, 15 აპრილი, 2025
ფინანსური მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსზე I-მა ნაკადმა სწავლა დაიწყო.
კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ კურსის სტუდენტებს ექნებათ ადგილობრივი და საერთაშორისო თანამედროვე ფინანსების ფუნდამენტური ცოდნა. ისინი მიიღებენ ან/და გაიღრმავებენ ცოდნას სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებულ საკითხებში, როგორიცაა: კორპორატიული ფინანსები, ფინანსური მენეჯმენტი, ფინანსური ანალიზი და ანგარიშგება, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა.
კურსის სტუდენტებს პროფესიულ განვითარებას და საინტერესო გამოცდილებას ვუსურვებთ!