鶹ý

სიახლეები და ღონისძიებები

კოტლერის წიგნის პრეზენტაცია GAU-ში!

კოტლერის წიგნის პრეზენტაცია GAU-ში!

სამშაბათი, 13 მაისი, 2025

აჩვენე კალენდარზე

თანამედროვე მარკეტინგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო -  Essentials of Modern Marketing (EOMM) - უკვე რეალობაა და მისი პრეზენტაცია სწორედ ჩვენთან, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გაიმართა!

სახელმძღვანელო ლეგენდარული მარკეტოლოგის, მსოფლიოში აღიარებული მარკეტინგის გურუ - ფილიპ კოტლერისა და შვიდი საერთაშორისო ექსპერტის ავტორობით შეიქმნა, რომელსაც ქართველი თანაავტორებიც ჰყავს, მათ შორის კი - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანი, ნატო ტორონჯაძე.

წიგნის პრეზენტაციის ფარგლებში:

მიმოვიხილეთ ქართულ ბაზარზე არსებული წარმატებული მარკეტინგული ქეისები და მათ შორის, GAU-სა და Cavea+-ის ერთობლივი პროექტი – „ცვალებადი ნიშნები“.

ასევე, პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ,,ლურჯ ოკეანესთან" და „გამომცემლობა პალიტრა L”-ის წიგნების გამოფენა-გაყიდვა.

პროქტი ხორციელდება AWE კონსალტინგის, რეგიონსა და საფრანგეთში Kotler Impact-ის ოფიციალური წარმომადგენლის ხელშეწყობითა და „ლურჯ ოკეანესთან“ პარტნიორობით.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა